Belive

მესიმ ჰონგ-კონგელ გულშემატკივრებს უპასუხა და ახსნა, თუ რატომ ვერ შეძლო თამაში

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

რამდენიმე დღის წინ, ჰონგ-კონგის ცენტრალურ სტადიონზე, ჰონგ-კონგის ყველა ვარსკვლავის გუნდი ამხანაგურ მატჩში "ინტერ მაიამის" დაუპირისპირდა, სადაც 1:4 დამარცხდა.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ჰონგ-კონგელი გულშემატკივრები ძალიან გაბრაზდნენ, როდესაც გაიგეს, რომ მესი მათი გუნდის წინააღმდეგ თამაშს ვერ შეძლებდა და ბილეთებში გადახდილი თანხის დაბრუნებას ითხოვდნენ, ასევე ამ ფაქტს მოჰყვა აგრესია და შეძახილები "ინტერ მაიამის" წინააღმდეგ.

ამ ფაქტის შესახებ სულ ცოტა ხნის წინ, კომენტარი თავად მესიმ გააკეთა და მისი უთამაშებლობის მიზეზი ახსნა, რადგან როგორც თვითონ აღნიშნა, კარგად ესმის გულშემატკივრების გაბრაზება, თუმცა ზედმეტი არაფერი არ არის კარგი.

"ნამდვილად ცუდად დაემთხვა, რომ ჰონგ-კონგში თამაში არ გამომივიდა, რადგან ფეხის ტრავმა მაწუხებდა და განმივითარდა შეშუპება, რომელიც ახლაც მაწუხებს, თუმცა უკეთ ვარ და შესაძლოა ხვალინდელ ამხანაგურ მატჩში "კობეს" წინააღმდეგ თამაში შევძლო.

სამწუხაროდ, ფეხბურთში ასეთი ფაქტები ბევრია, მითუმეტეს ბოლო პერიოდში, რომ ნებისმიერ თამაშში შეიძლება ისე მოხდეს, რომ ვერ ითამაშო.

მე ყოველთვის მინდა თამაშში მონაწილეობა მივიღო და ვითამაშო, განსაკუთრებით ამ თამაშებში, სადაც ჩვენ ასე შორს ვმოგზაურობთ და ხალხს ჩვენი თამაშების ნახვის სურვილი აქვს. იმედი მაქვს, რომ ჩვენ შეგვიძლია დავბრუნდეთ და ვითამაშოთ ჰონგ კონგში..." - ლეო მესი

შეგახსენებთ, რომ ჰონგ-კონგის ყველა ვარსკვლავისა და "ინტერ მაიამის" თამაშის ყველაზე იაფი დასასწრები ბილეთის ფასი $1,346 დოლარი იყო.

სხვა სტატიები