Belive

მესიმ დაადასტურა, რომ ყატარის მსოფლიო ჩემპიონატი მის კარიერაში ბოლო იქნება

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და ,,პარი სენ ჟერმენის'' თავდამსხმელმა, ლეო მესიმ, განაცხადა, რომ ყატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მის კარიერაში ბოლო მუნდიალი იქნება:

,,ეს ჩემთვის ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი იქნება... გადაწყვეტილება მიღებულია,'' - ლეოს სიტყვებს ფაბრიციო რომანო ციტირებს.

მესი მსოფლიო ჩემპიონატის მოგებასთან ყველაზე ახლოს 2014 წელს იყო, როცა არგენტინა გერმანიასთან ფინალში დამარცხდა.

ყატარის მუნდიალზე ,,ალბისელესტე” საუდის არაბეთთან, მექსიკასთან და პოლონეთთან ერთად იასპარეზებს. სკალონის გუნდი პირველ მატჩს 22 ნოემბერს ჩაატარებს.

სხვა სტატიები