Belive

მესიმ დაადასტურა, რომ ინტერ მაიამიში გადავიდა

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლეო მესი ,,ინტერ მაიამიში” ითამაშებს. ამის შესახებ არგენტინელმა ფეხბურთელმა თავად განაცხადა:

,,მაიამიში გადასვლა გადავწყვიტე. არ ვიცი, გარიგება 100%-ით დასრულებული არის თუ არა, მაგრამ გადავწყვიტეთ, გზა იქ გაგვეგრძელებინა.

ფულის საკითხი რომ ყოფილიყო, არაბეთში ან სადმე სხვაგან წავიდოდი. სიმართლე ის არის, რომ ჩემი საბოლოო გადაწყვეტილება ფულზე დამოკიდებული არ ყოფილა.

,,ბარსელონაში'' დაბრუნება ძალიან მინდოდა, ეს ჩემი ოცნება იყო. მაგრამ, არ მსურდა, ჩემი მომავალი სხვისთვის მიმენდო და იგივე სიტუაციაში აღმოვჩენილიყავი, როგორშიც ორი წლის წინ აღმოვჩნდი.'' - მესის სიტყვებს Sport.es-ი ციტირებს.

მესი, რომელმაც ბოლო ორი სეზონი ,,პარი სენ ჟერმენში” გაატარა, MLS-ში თამაშს მომავალი სეზონიდან დაიწყებს.

35 წლის ფეხბურთელს, ამერიკული გუნდის გარდა, ,,ალ ჰილალსა” და კატალონიის ,,ბარსელონასაც” უკავშირებდნენ.

სხვა სტატიები