Belive

მბაპე: "მესის საფრანგეთში სამარცხვინოდ ექცეოდნენ, ის დიდ პატივისცემას იმსახურებს..."

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და “პსჟ”-ს ვარსკვლავმა – კილიან მბაპემ, ცნობილ ფრანგულ გამოცემა AFP-სთან მესისთან ურთიერთობაზე ისაუბრა.

"ლეო ჩემი მეგობარია, ის პსჟ-ში ყოფნის პერიოდში ძალიან დამიმეგობრდა. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი მოგვიგო, იგი არ იმსახურებდა იმ ყველაფერს, რასაც ფრანგი გულშემატკივრებისგან იღებდა.

თითქმის ყველა მატჩის მიმდინარეობისას მოედანზევე ვეუბნებოდი, რომ სირცხვილია ის ყველაფერი, რასაც ჩვენი გულშემატკივრები მას უკეთებდნენ.

სტვენა, გინება, შეურაცხყოფა - არ ვიცი ამ ყველაფერს რა დავარქვა. ლეო ამას ნამდვილად არ იმსახურებს, რადგან იგი მსოფლიოს ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდებულია.

საჯაროდაც არაერთხელ მითქვამს და მითხოვია გულშემატკივრებისთვის, რომ მსგავსი საქციელი არ გაეკეთებინათ, თუმცა მათ ეს ყველაფერი არ გაითვალისწინეს.

"პსჟ"-დან მესის წასვლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი უპატივცემულობა იყო, რომელსაც ის გულშემატკივრებისგან იღებდა, მე ლეოს ვერ გავამტყუნებ..." - მბაპე.

შეგახსენებთ, რომ ლეო მესიმ "პსჟ"-ს მაისურით 79 მატჩი ჩაატარა, სადაც 32 გოლის გატანა და 35 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

სხვა სტატიები