Belive

მესიმ ახსნა თუ როგორ აანალიზებს თამაშს, როცა უბურთოდ არის

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

სულ რამდენიმე დღის წინ აშშ-ში კოპა ამერიკამ სტარტი აიღო. ტურნირი არგენტინისა და კანადის მატჩით გაიხსნა, რომელშიც მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა 2:0 იმარჯვა. გოლის ავტორები ხულიან ალვარესი და ლაუტარო მარტინესი გახდნენ.

აღსანიშნავია, რომ ამ შევხედრაში თავი ლიონელ მესიმაც გამოიჩინა. 88-ე წუთზე ლაუტარომ სწორედ ლეოს საგოლე გადაცემით გაიტანა.

მესის გენიალურობაზე საუბარი, რომ ზედმეტია ეს ყველამ კარგად ვიცით. მესი მატჩის ანალიზში, რომ მსოფლიოში საუკეთესოა ესეც ცნობილია. ერთ-ერთ YouTube არხთან საუბრისას მესიმ ახსნა თუ რას აკეთებს, როცა უბურთოდ მოძრაობს.

როცა ბურთი არ მაქვს, მოწინააღმდეგის პოზიციებს ვაანალიზებ და ვუყურებ როგორ გადაადგილდებიან. ვცდილობ ჩემი მეურვისგან გავთავისუფლდე, რომ თამაშიდან მოვწყვიტო. ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ თუ ბურთს დავიბრუნებთ, მარტო ვიყო და კონტრშეტევისთვის კარგი სიტუაცია შევიქმნა. - განაცხადა ლეო მესიმ

არგენტინის ნაკრები A ჯგუფს 3 ქულით ლიდერობს. მისი მომავალი მოწინააღმდეგე ჩილე იქნება. მათი დაპირისპირება 26 ივნისს გამთენიისას, 05:00 საათზე არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები