მესი ვეგჰორსტთან შელაპარაკებაზე: ,,ვაღიარებ, ჩემი რეაქცია არ მომეწონა''
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანს, ლეო მესის, მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ, ვაუტ ვეგჰორსტთან კონფლიქტის შესახებ ჰკითხეს:
,,ეს ყველაფერი იმის შედეგია, რაც მატჩამდე და მატჩის დროს ხდებოდა. ისინი ზედმეტად ბევრს ლაპარაკობდნენ.
ვაღიარებ, ჩემი ასეთი რეაქცია არ მომეწონა. თუმცა, დაძაბული მომენტი იყო და შეიძლებოდა, რომ ყველაფერი მომხდარიყო... - ლეო მესი
ნიდერლანდებთან, მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალური მატჩის მოგების შემდეგ, მესიმ ინტერვიუს მიცემისას, ვეგჰორსტს სულელი უწოდა, ჟურნალისტმა კი არგენტინელ ვარსკვლავს დამშვიდებისკენ მოუწოდა.