Belive

მესი: ,,როცა პატარა ვიყავი, მეუბნებოდნენ, რომ ყველასგან განვსხვავდებოდი და ხალხი ჩემს სანახავად დადიოდა''

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ლეო მესიმ, As-თან ინტერვიუში თქვა, რომ მისი ნიჭი ღმერთისგან ნაჩუქარია:

,,როცა თამაში დავიწყე, 3-4 წლის ვიყავი, არაფერი ვიცოდი არც მსოფლიო ჩემპიონატის და არც სხვა ტურნირების შესახებ... უბრალოდ, ვთამაშობდი, რადგან ეს ჩემი ჰობი იყო და ბურთი ძალიან მიყვარდა.

ჩემი მიზნებისა და პასუხისმგებლობების მიუხედავად, ყოველთვის ვცდილობდი, რომ თამაშისგან, პირველ ყოვლისა, სიამოვნება მიმეღო. როცა პატარა ვიყავი, მეუბნებოდნენ, რომ ყველასგან განვსხვავდებოდი და ხალხი ჩემს სანახავად მოდიოდა. სანამ გავიზრდებოდი, ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა... ღმერთმა ამირჩია, ეს ნიჭი ღმერთის საჩუქარია. მე ამით ვისარგებლე და მის გამოსაყენებლად ყველაფერი გავაკეთე.'' - ლეო მესი

მიმდინარე სეზონში მესის ანგარიშზე ,,ინტერ მაიამის'' მაისურით ჩატარებულ 15 შეხვედრაში 14 გოლი და 11 საგოლე გადაცემაა.

37 წლის ფეხბურთელი არგენტინის ნაკრებთან ერთად კოპა ამერიკაზე ასპარეზობს, სადაც მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონებმა პირველ ტურში კანადას 2:0 მოუგეს.

,,ალბისელესტე'' მომავალ მატჩს ოთხშაბათს, 26 ივნისს, ჩილეს წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები