Belive

"მესი, რომ რონალდუსავით შრომისმოყვარე იყოს 15 ოქროს ბურთი ექნებოდა" - პატრის ევრა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ყოფილმა ფეხბურთელმა, "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდამ და კრიშტიანუ რონალდუს თანაგუნდელმა პატრის ევრამ ლიონელ მესი გააკრიტიკა და მისი შრომისმოყვარეობა გააკრიტიკა.

"მესი, რომ რონალდუსავით შრომისმოყვარე იყოს 15 ოქროს ბურთი ექნებოდა."

აღნიშნული კრიტიკა "პსჟ-ს" ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნას მოჰყვა. პარიზელები "ბაიერნთან, ორი შეხვედრის ჯამში, 3:0 დამარცხდნენ და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირს გამოეთიშნენ.

ევრა ერთადერთი არ იყო ვინც მესის ასპარეზობამ ვერ მოხიბლა. მსოფლიო ჩემპიონი საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და “პარი სენ-ჟერმენის" ყოფილმა ფეხბურთელმა ჟერომ როტენმაც გააკრიტიკა.

პარიზელები საფრანგეთის ჩემპიონატის წლევანდელ გათამაშებაში პირველ ადგილზე იმყოფებიან და უახლოეს მდევარს 8 ქულით უსწრებენ. გალტიეს გუნდს მომავალი შევხედრა "ბრესტის" წინააღმდეგ ელის. აღნიშნული დაპირისპირება 11 მარტს 23:55 საათზე არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები