Belive

მესი პსჟ-ს დაემშვიდობა

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,პარი სენ ჟერმენის'' თავდამსხმელმა, ლეო მესიმ დაადასტურა, რომ პარიზული გუნდის დატოვებას აპირებს:

,,ბედნიერი ვარ, რომ ,,პსჟ-ში'' თამაშის საშუალება მომეცა. ასეთ კარგ ფეხბურთელებთან ერთად თამაში ჩემთვის სასიამოვნო იყო.

მინდა, კლუბს საოცარი გამოცდილებისთვის მადლობა გადავუხადო,'' - მესის სიტყვებს ფაბრიციო რომანო ციტირებს.

მესი ,,პსჟ-ს'' შემადგენლობაში ბოლო შეხვედრას დღეს, ,,კლერმონის'' წინააღმდეგ გამართავს.

მიმდინარე სეზონში 35 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე ,,პარი სენ ჟერმენის” მაისურით ჩატარებულ 40 შეხვედრაში 21 გოლი და 20 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები