Belive

მესი პარი სენ ჟერმენის ორ მატჩს გამოტოვებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,პარი სენ ჟერმენის'' მთავარმა მწვრთნელმა, კრისტოფ გალტიემ განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ, ლეო მესის შვებულება გაუხანგრძლივეს და კლუბს იანვრის დასაწყისში დაუბრუნდება:

,,გამარჯვებისა და აღნიშვნის შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ მესი არგენტინაში პირველ იანვრამდე დარჩეს. ლეო გუნდს 2-ში ან 3-ში შემოუერთდება,'' - გალტიეს სიტყვებს Mundo Deportivo ციტირებს.

შედეგად, მესი ,,პსჟ-ის'' ორ შეხვედრას გამოტოვებს. პარიზელები ხვალ ,,სტრასბურს'' ეთამაშებიან, პირველ იანვარს კი - ,,ლანსს''.

ლიგა 1-ის 15 ტურის შემდეგ, გალტიეს გუნდი 41 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა და მეორეადგილოსან ,,ლანსს'' 5 ქულით უსწრებს.

სხვა სტატიები