Belive

მესი: ,,ეს ჩემი დიდი ოცნების ახდენის უკანასკნელი შანსია''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, ლეო მესიმ, განაცხადა, რომ ეს მისთვის ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი იქნება:

,,ფიზიკურად თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, ნაკრებს შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაში დავუბრუნდი. ბოლო დღეებში ინდივიდუალურად ვვარჯიშობდი, მაგრამ განსაკუთრებული არაფერია. ეს ჩემპიონატი განსხვავებულია, გუნდები თითქმის მოუმზადებლად ჩამოვიდნენ.

როგორ შევინარჩუნე ფორმა? მუნდიალის დაწყებამდე რაც უფრო მეტს ვთამაშობდი, მით უფრო უკეთ ვგრძნობდი თავს. განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია. რა თქმა უნდა, ეს ჩემი ბოლო მსოფლიო ჩემპიონატია და ამ დიდი ოცნების ახდენის უკანასკნელი შანსია.

ძალიან კარგია, რომ ამდენი გულშემატკივარი გვყავს. ყველაფრისთვის მადლობელი ვარ. ქომაგების სიტყვები მაბედნიერებს,'' - მესის სიტყვებს Marca ციტირებს.

არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის C ჯგუფში საუდის არაბეთის, მექსიკისა და პოლონეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.

სკალონის გუნდი პირველ მატჩს ხვალ, 22 ნოემბერს, საუდის არაბეთის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები