Belive

მესი: ,,დღეს გავიგე, რომ კარიერის მეათასე მატჩი მქონია''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ავსტრალიასთან მოგებული მატჩის შემდეგ, ლეო მესიმ განაცხადა, რომ მისი მეათასე თამაშის შესახებ, დღეს გაიგო:

,,ძალიან მიხარია, რომ მთავარი მიზნისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით. დასასვენებლად ბევრი დრო არ გვქონდა და ამან ნერვიულობა გამოიწვია. ანგარიშის გახსნა და მეორე გოლის გატანაც შევძელით. თამაშს ვაკონტროლებდით, მაგრამ მეტოქემაც გაიტანა და მატჩის ბოლოს სიტუაცია გართულდა, თუმცა ეს მსოფლიო ჩემპიონატისთვის ბუნებრივია.

წარმოუდგენელი შეგრძნებაა და გულშემატკივრებისგან საოცარი ემოცია მოდის.

დღეს გავიგე, რომ კარიერის მეათასე მატჩი მქონია. მომენტებით ვცხოვრობ და იმით ვტკბები, რა ეტაპსაც ახლა გავდივარ. მოხარული ვარ, რომ მეოთხედფინალში ვართ,'' - განაცხადა მესიმ.

მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის შეხვედრაში არგენტინამ ავსტრალიას 2:1 მოუგო. ეს მესის კარიერაში მეათასე მატჩი იყო.

მეოთხედფინალში არგენტინელთა მეტოქე ნიდერლანდები იქნება. შეხვედრა პარასკევს, 9 დეკემბერს, გაიმართება.

სხვა სტატიები