Belive

მესი: ,,ჩვენთვის და ჩვენი გულშემატკივრებისთვის მოგებით დაწყება მნიშვნელოვანი იყო''

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს ,,ინტერ მაიამიში'' ლეო მესის დებიუტი შედგა. არგენტინელმა ვარსკვლავმა, რომელიც ,,კრუს ასულთან'' შეხვედრაში მოედანზე 54-ე წუთზე შევიდა, მატჩის მიწურულს ჯარიმა გაიტანა და საკუთარ გუნდს მოაგებინა (2:1).

,,ჩემთვის და ჩვენი გულშემატკივრეისთვის ლიგის თასის გამარჯვებით დაწყება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ვაგრძელებთ!'' - დაწერა ლეომ ინსტაგრამის პირად გვერდზე.

მესიმ 15 ივლისს ,,ინტერ მაიამისთან'' 2,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

არგენტინელის გუნდი მომავალ შეხვედრას ოთხშაბათს, 26 ივლისს, ,,ატლანტა იუნაიტედის'' წინააღმდეგ გამართავს.

 

სხვა სტატიები