Belive

ყველაფერი საპირისპიროდ იცვლება - მესის მამამ შვილის მომავალზე ისაუბრა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ესპანური მედია-საშუალებების წინასწარმეტყველება, რომ ლეო მესის საქმეს ნათელი უახლოესი 24 საათის განმავლობაში მოეფინებოდა, ნაწილობრივ გამართლდა. სულ ცოტა ხნის წინ, 6 ოქროს ბურთის მფლობელის მამამ ხორხე მესიმ თავისი შვილის მომავლის შესახებ ისაუბრა და უკანასკნელად გავრცელებული ინფორმაცია გარკვეულწილად დაადასტურა, რაც იმას გულისხმობს, რომ ლიონელი გუნდში კიდევ ერთ სეზონს გაატარებს. ყველა წამყვანი ევროპული გამოცემა ამტკიცებს, რომ მესის მამამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი და კლუბის პრეზიდენტის ხოსეპ მარია ბართომეუს შეხვედრამ კარგად ჩაიარა და შესაძლოა მისი შვილი კატალონიურ გრანდში დარჩეს. მიუხედავად ამისა, მესი ჯერჯერობით გუნდთან ერთად ვარჯიშის დაწყებას არ აპირებს. კონტრაქტის პირობების მიხედვით, თუ ის საწვრთნელ პროცესს 11-დან 30 დღემდე გააცდენს, მაშინ გუნდი მას ხელფასის 25%-ს დააკლებს. 33 წლის არგენტინელი სუპერვარსკვლავის შეძენის მთავარი პრეტენდენტი "მანჩესტერ სიტია", რომელსაც საამისოდ 700 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

სხვა სტატიები