მესი არგენტინის ნაკრების განაცხადს მიღმა: სკალონიმ შემადგენლობა დაასახელა
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის ლიონელ სკალონიმ არგენტინის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა.
სამხრეთ ამერიკისა და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის მთავარმა მწვრთნელმა, ნაკრებში 28 ფეხბურთელი გამოიძახა, მათ რიგებში კი 8 ოქროს ბურთის მფლობელი, ლიონელ მესი არ არის.
არგენტინის ნაკრების შემადგენლობა ასეთია:
#SelecciónMayor El entrenador Lionel #Scaloni realizó una nueva convocatoria de cara a la doble fecha 🇨🇱🇨🇴 de eliminatorias de septiembre.
— 🇦🇷 Selección Argentina ⭐⭐⭐ (@Argentina) August 19, 2024
¡Estos son los citados! ¡Vamos Selección! pic.twitter.com/xjlDrwcfzg
საქმე ისაა, რომ "ინტერ მაიამის" მეათე ნომერს ტრავმა ჯერ ისევ აწუხებს, რომელიც კოპა ამერიკას ფინალში მიიღო. ტრავმის შემდეგი რეაბილიტაციის გამო 37 წლის ფეხბურთელი ნაკრებს ვერ დაეხმარება.
არგენტინის ნაკრები სექტემბერში ორ შეხვედრას გამართავს, ჯერ ჩილეს, შემდეგ კი კოლუმბიის ნაკრებთან.
"ალბისელესტეს" 15 ქულით შესარჩევ ეტაპზე სატურნირო ცხრილში საწყისი პოზიცია უკავია.