Belive

80 000 ევრო და ქველმოქმედება | მესი მადრიდის რეგიონს დაეხმარა

12 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლიონელ მესი კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მოედნის მიღმაც უდიდესი სპორტსმენია. არგენტინელმა ფეხბურთელმა 80,000 ევრო გადარიცხა მადრიდის რეგიონის (სიერა-ოესტეს) აღდგენითი სამუშაოებისთვის, რომელიც გასულ კვირას მასშტაბურმა ტყის ხანძრებმა მძიმედ დააზარალა.

ხანძარმა ათასობით ჰექტარი ტყის მასივი, ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი ზონები გაანადგურა, რამაც ადგილობრივ მოსახლეობას უდიდესი ზიანი მიაყენა.

ინფორმაცია ოფიციალურად მადრიდის ავტონომიური გაერთიანების პრეზიდენტმა, ისაბელ დიას აიუსომ დაადასტურა და ლეგენდარულ ფეხბურთელს საჯაროდ გადაუხადა მადლობა.

„მინდა მადლობა გადავუხადო მას ამ სოლიდარობისთვის და ვუთხრა, რომ ჩვენ, მადრიდელები, ვიმედოვნებთ, რომ მას მალე ვუმასპინძლებთ და მივაგებთ იმ აპლოდისმენტებს, რომლებსაც ნამდვილად იმსახურებს." - ისაბელ დიას აიუსო

მესის მიერ გაღებული 80,000 ევრო მიმართული იქნება რეგიონის ინფრასტრუქტურის აღდგენისკენ, დაზარალებული ოჯახების მხარდაჭერისკენ, გზების შეკეთებისა და ნიადაგის ეროზიის საწინააღმდეგო სამუშაოებისკენ.

მიუხედავად იმისა, რომ მესი წლების განმავლობაში ბარსელონას სიმბოლო იყო და მადრიდის რეალის მთავარ მეტოქედ ითვლებოდა, ესპანეთი მისი მეორე სახლია. არგენტინელი ვარსკვლავი თავისი საქველმოქმედო ფონდის (Fundación Leo Messi) მეშვეობით რეგულარულად ეხმარება ესპანეთის სხვადასხვა რეგიონს კრიზისული სიტუაციების, სტიქიური უბედურებებისა და ჯანდაცვის პროექტების დროს.

სხვა სტატიები