Belive

მესი: ,,ახლანდელ გუნდსა და 2014 წლის ნაკრებს შორის ბევრ საერთოს ვხედავ''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ლეო მესიმ, მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრა:

,,თუ ლოგიკას გავყვებით მერვედფინალში დანიას ან საფრანგეთს შევხვდებით? პლეი-ოფზე ნაადრევად ფიქრი უკვე შეცდომაა... ახლა მხოლოდ პირველ მატჩსა და ჯგუფურ ეტაპზე უნდა ვიფიქროთ. ტურნირის სწორად დაწყება უმნიშვნელოვანესია. პირველი სამი ქულა თავდაჯერებულობას შეგვმატებს.

წინასწარ ხშირად ვსაუბრობთ, შემდეგ კი ყველაფერი სხვაგვარად ხდება. წინა მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფიდან გავედით, მერვედფინალში ვიყავით და უფრო შორს წასვლაზეც ვფიქრობდით, თუმცა ასე არ მოხდა. ისეთ ტურნირზე, როგორიც მუნდიალია, მოულოდნელობა ხშირია.

არ უნდა მივაქციოთ ყურადღება იმას თუ რას ამბობს ხალხი და მხოლოდ თამაშზე ვიყოთ კონცენტრირებულნი. დიახ, რეალისტები ვართ და გვესმის, რომ კარგ ფორმაში ვართ. ახლანდელ გუნდსა და 2014 წლის ნაკრებს შორის ბევრ საერთოს ვხედავ. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს მსოფლიო ჩემპიონატია - ძალიან მომთხოვნი ტურნირი,'' - მესის სიტყვებს Ole ციტირებს.

არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის C ჯგუფში საუდის არაბეთის, მექსიკისა და პოლონეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.

სკალონის გუნდი პირველ მატჩს 22 ნოემბერს, საუდის არაბეთის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები