Belive

დე იონგი: "არ ვიცი როგორ უნდა შევაჩეროთ მესი..."

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

2022 წლის მუნდიალი გადამწყვეტ ფაზაში შედის. უკვე ცნობილია სამი 1/4-ფინალური წყვილი.

1/4-ფინალური ეტაპის პირველი მატჩი 9 დეკემბერს შედგება, სადაც ერთმანეთს არგენტინისა და ნიდერლანდების საფეხბურთო ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

მატჩის წინ, "ბარსელონასა" და ნიდერლანდების ნაკრების ფეხბურთელმა - ფრენკი დე იონგმა მის ყოფილ თანაგუნდელსა და მეგობარზე, არგენტინელ - ლეო მესიზე ისაუბრა.

"ლეო ჩემი მეგობარია, მას ბარსელონაში დავუახლოვდი და საკმაოდ დიდი ხანი მოგვიწია ერთად თამაში. ის საოცარ ფეხბურთელთან ერთად, დიდებული ადამიანიც არის.

მესი 15 წელზე მეტია უმაღლეს დონეზე თამაშობს და ამ წამამდე არავინ არ იცის, თუ რა უნდა დაუპირისპირონ მის თამაშს. არც მე ვიცი, თუ როგორ უნდა შევაჩეროთ მესი. ერთადერთი, რაც ჩვენს ნაკრებს მართებს, არის ის, რომ გუნდურად ვითამაშოთ, სხვა გზა მესის შესაჩერებლად არ არსებობს.

ლეოსთან არ მისაუბრია, ჩვენს შორის კომუნიკაცია არ შემდგარა, პარასკევს შევხვდებით და ყველაფერი იქ გაირკვევა".

შეგახსენებთ, რომ არგენტინისა და ნიდერლანდების ნაკრებების 1/4-ფინალური დაპირისპირება 9 დეკემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე შედგება.

სხვა სტატიები