Belive

მესამე მწვრთნელი სეზონში | ნოტინგემში შონ დაიჩი დანიშნეს

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ანგე პოსტექოღლუს გათავისუფლებიდან სულ რაღაც რამდენიმე დღეში, ნოტინგემ ფორესტმა, ახალ მთავარ მწვრთნელად შონ დაიჩი დანიშნა.

ბარნლისა და ევერტონის ყოფილმა მწვრთნელმა კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა და მიმდინარე სეზონში, ნოტინგემის მესამე მწვრთნელი გახდა - ნუნუ ეშპირიტუ სანტუსა და პოსტექოღლუს შემდეგ.

მას შემდეგ, რაც ეშპირიტუ სექტემბერში თანამდებობიდან გაათავისუფლეს, მისმა შემცვლელმა პოსტექოღლუმ პოსტი მხოლოდ 39 დღით შეინარჩუნა. ტოტენჰემის ყოფილი მწვრთნელი შაბათს, ჩელსისთან 3:0 მარცხის შემდეგ დაუყოვნებლივ გაათავისუფლეს, რადგან რვა თამაშიდან ვერცერთი ვერ მოიგო. ნოტინგემის მფლობელმა, ევანგელოს მარინაკისმა სწრაფად იმოქმედა და რობერტო მანჩინისა და მარკო სილვაზე წინ შონ დაიჩი დააყენა.

ასეთი ჩქარი გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ დაიჩი „წითლების“ მწვრთნელი ხუთშაბათს იქნება, ევროპა ლიგის მატჩში, რომელიც პორტოსთან გაიმართება.

სხვა სტატიები