Belive

ევროპა ლიგის მეოთხედფინალური წყვილები ცნობილია

1 კვირის წინ ფეხბურთი
2 წთ

დღეს ცნობილი გახდა ევროპა ლიგის ყველა მეოთხედფინალური წყვილი. რომასა და ბოლონიას დაპირისპირება ერთადერთი იყო გვიან დაწყებულ 4 თამაშს შორის, რომელიც დამატებით დროში გადავიდა. იტალიური დუელი ბოლონიელებმა 111-ე წუთზე გატანილი გოლით მოიგეს (3:4) - ეს ყველაზე უხვგოლიანი მატჩი იყო მერვედფინალების ბოლო დღეს.

საბოლოოდ, 9 და 16 აპრილს ჩასატარებელ მატჩებში მონაწილეობას მიიღებს: სორი ესპანური გუნდი (ბეტისი და სელტა), ორი პორტუგალიური გუნდი (ბრაგა და პორტო), ორი ინგლისური (ნოტინგემ ფორესტი და ასტონ ვილა), ერთი გერმანული (ფრაიბურგი) და ერთი იტალიური (ბოლონია).

ევროპა ლიგის ლიგის მერვედფინალის შედეგები:

ბრაგა/ფერენცვაროში: 4-0 (საერთო ჯამში 4-2)

ფრაიბურგი /გენკი: 5-1 (საერთო ჯამში 5-2)

ლიონი/ სელტა: 0-2 (საერთო ჯამში 1-3)

მიდტიულანდი/ ნოტინგემ ფორესტი: 1-2 (საერთო ჯამში 0-3 პენალტები) (საერთო ჯამში 2-2)

ასტონ ვილა/ ლილი: 2-0 (საერთო ჯამში 3-0)

პორტო/ შტუტგარტი: 2-0 (საერთო ჯამში 4-1)

ბეტისი /პანათინაიკოსი: 4-0 (საერთო ჯამში 4-1)

რომა - ბოლონია: 3-4 (საერთო ჯამში 4-5)


განსაზღვრულია მეოთხედფინალური მატჩებიც:

ბრაგა - ბეტისი

ფრაიბურგი - სელტა

პორტო - ნოტინგემ ფორესტი

ბოლონია - ასტონ ვილა

ბადის მიხედვით, შესაძლოა, ნახევარფინალებში ერთი ქვეყნის წარმომადგენლების დუელები ვიხილოთ - ერთ მხარეს ბეტისი და სელტაა, მეორე მხარეს კი ნოტინგემი და ასტონ ვილა.

სხვა სტატიები