Belive

მესამე დებიუტანტი - საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებაა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებაა. ვლადიმირ ვაისს ერთა ლიგის შეხვედრებისთვის იძულებითი ცვლილების გაკეთება მოუწია. "უფას" ცენტრალური მცველი ჯემალ ტაბიძე ტრავმირებულია, რის გამოც ის ქვეყნის მთავარი გუნდის დახმარებას ვერ მოახერხებს, მის ნაცვლად კი სლოვაკმა სპეციალისტმა ეროვნულ გუნდში კიდევ ერთ დებიუტანტს, "დინამო თბილისის" უკანახაზელს დავით კობოურს უხმო. 22 წლის ფეხბურთელი, რომელიც ეროვნულ ლიგაში შესანიშნავ სეზონს ატარებს, როგორც ცენტრში, ისე ფლანგზე თანაბრად კარგად თამაშობს. ის ნიკოლოზ მალისა ("საბურთალო") და თანაგუნდელ გიორგი კუციასთან ერთად ამ შეკრებაზე ნაკრების მესამე დებიუტანტია. ამ სეზონში კობოურმა საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის მაისურით 11 შეხვედრა ჩაატარა 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სხვა სტატიები