Belive

მერიჰ დემირალს EUFA-სგან სასჯელი ემუქრება

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევრო 2024-ზე ბოლო 1/8-ფინალური მატჩი ავსტრიასა და თურქეთს შორის გაიმართა, სადაც თურქეთმა 1:2 გაიმარჯვა. აღნიშნულ შეხვედრაში მერიჰ დემირალმა საკუთარი თავი საოცრად წარმოაჩინა. გარდა იმისა, რომ მოედანზე მშვენივრად გაისარჯა ორივე გოლი მან გაიტანა და თურქეთი 1/-4-ფინალში დამსახურებულად გაიყვანა.

თუმცა, ყველაფერი ამით არ დასრულებულა. UEFA-მ თურქი მცველის აღნიშვნის გამო გამოძიება დაიწყო. საქმე დემირალის აღნიშვნას ეხება, რომლის გამოც შესაძლოა 1/4-ფინალური მატჩი გამოტოვოს.

"მგლის სალამი" "რუხი მგლების" დაჯგუფებასთან არის ასოცირებული, რომელიც თურქეთში ისლამისტი რადიკალების გაერთიანებაა. ამ ჟესტმა ავსტრიელი გულშემატკივრების აღშფოთება გამოიწვია. ტერორიზმთან ასოცირების გამო, ავსტრიასა და საფრანგეთში ეს ჟესტი აკრძალულია. აქვე იმასაც გეტყვით, რომ გერმანიაში ამ ჟესტის გამოყენების გამო არავინ დაგსჯით.

თავად ფეხბურთელი ამბობს, რომ ეს აღნიშვნა მხოლოდ საკუთარი იდენტობის გამოსახატად გააკეთა.

გონებაში კონკრეტული აღნიშვნა მქონდა, რომელიც ჩემს თურქულ იდენტობასთან არის დაკავშირებული. წარმოუდგენლად ვამაყობ, რომ თურქი ვარ და გოლის გატანის შემდეგ სწორედ ეს სიამაყე ვიგრძენი. ამის გამოხატვა მინდოდა და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს გავაკეთე. ჩვენი გულშემატკივრები ამაყობენ ჩვენით. დავინახე, როგორ აკეთებდნენ ჟესტს ტრიბუნებზე და ამან კიდევ უფრო გამიჩინა ამის სურვილი. ძალიან ბედნიერი ვარ. - განაცხადა მერიჰ დემირალმა

შეგახსენებთ, რომ თურქეთის ნაკრები 1/4-ფინალში ნიდერლანდებს შეხვდება. მათი დაპირისპირება 6 ივლისს 23:00 საათზე არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები