Belive

"მერჩივნა მაკტომინეი არ დამეკარგა" - ერიკ ტენ ჰაგი

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

როგორც უკვე იცით, სკოტ მაკტომინეი "მანჩესტერიდან" "ნაპოლიში" გადავიდა. შოტლანდიელი ფეხბურთელი იტალიაში უკვე ჩაფრინდა და გუნდს შეუერთდა.

"ნაპოლიმ" სკოტი 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა და 4-წლიანი კონტრაქტიც გაუფორმა. მაკტომინეი ხელფასის სახით ყოველწლიურად 3 მილიონ ევროს მიიღებს.

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის განაცხადებით, მაკტომინეის წასვლასთან დაკავშირებით შერეული გრძნობები აქვს. როგორც ერიკ ტენ ჰაგი ამბობს, მას შოტლანდიელის შენარჩუნება სურდა.

სკოტთან დაკავშირებით შერეული გრძნობები მაქვს, რადგან მერჩივნა არ დამეკარგა. მას "მანჩესტერ იუნაიტედში" ვენებში აქვს. სკოტის გამო ბედნიერი ვარ მაგრამ, მინდა რომ აქ იყოს. - განაცხადა ნიდერლანდელმა სპეციალისტმა

მაკტომინეიმ "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისური 255-ჯერ მოირგო და 29 გოლთან ერთად, 8 საგოლე გადაცემაც შეასრულა.

სხვა სტატიები