Belive

მერაბ ჯიქია ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელებს შეხვდა

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული გუნდის ერთგული გულშემატკივარი, უსინათლო მერაბ ჯიქია 21-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელებს ესტუმრა.

ნაკრების ერთგულმა გულშემატკივარმა ფეხბურთელებისგან სამახსოვროდ მაისური და ასევე უეფას ევროპის 2023 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალური ეტაპის მატჩის ბილეთები მიიღო, რომელშიც ჩვენი გუნდი ისრაელს დაუპირისპირდება.

საქართველოს და ისრაელის 21-წლამდელთა ნაკრებების მატჩი თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” 1 ივლისს გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები