Belive

მერაბ გიგაური: "ათასობით კილომეტრი გამარჯვებისთვის გავიარეთ"

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

უეფას ევროპის კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში ბოსნიურ "სარაევოსთან" სტუმრად გასამართი მატჩის წინ, ქუთაისის "ტორპედოს" კაპიტანმა, მერაბ გიგაურმა კომენტარი გააკეთა.

"სარაევო" შესანიშნავი გუნდია, მაგრამ ჩვენც გვჯერა ჩვენი გუნდის. შანსები 50/50-ზეა, აქ კარგი მატჩის ჩასატარებლად ჩამოვედით.

ვნახოთ, რთული იქნება, მაგრამ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. როგორც მწვრთნელმა თქვა, პირველი 25-30 წუთი "სარაევომ" შესანიშნავად ითამაშა, ეს იყო მატჩის ურთულესი ნაწილი. ამის შემდეგ, ძალა ვიპოვეთ და  ტაქტიკური კუთხით გარკვეული ცვლილებები შევიტანეთ.

ათასობით კილომეტრი გავიარეთ, რომ კარგი თამაში ვაჩვენოთ და მოვიგოთ. გვჯერა საკუთარი თავის და გვსურს საუკეთესო შესაძლებლობები გამოვავლინოთ", - თქვა 30 წლის ნახევარმცველმა.

“ტორპედოსა” და “სარაევოს” დაპირისპირება 20 ივლისს ბოსნიის დედაქალაქში გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. გუნდებს შორის გამართული პირველი მატჩი ფრედ – 2:2 დასრულდა.

სხვა სტატიები