მექსიკელი მსაჯი ლეო მესისთვის მაისურის თხოვნის გამო დასაჯეს
მექსიკელ მსაჯ მარკო ანტონიო ორტის ნავას ნახევარწლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს, მას CONCACAF-ის მატჩების განსჯა აეკრძალა. ამ ამბავს საინტერესო მიზეზი აქვს.
არბიტრმა CONCACAF-ის ჩემპიონთა თასის მერვედფინალური მატჩის შემდეგ, რომელშიც "ინტერ მაიამიმ" "სპორტინგ კანზას სიტის" (1:0) აჯობა, მექსიკელმა მსაჯმა 8 ოქროს ბურთის მფლობელს ოჯახის წევრისთვის მაისური და ავტოგრაფი სთხოვა.
CONCACAF-მა განაცხადა, რომ მსაჯის საქციელი არ შეესაბამება მატჩის ოფიციალური პირებისთვის დადგენილ კონფედერაციის ქცევის კოდექსს და დასძინა, რომ ნავამ აღიარა თავისი შეცდომა და ბოდიში მოიხადა.
36 წლის მსაჯი გააგრძელებს მექსიკის ლიგაზე მუშაობას მანამ, სანამ ის CONCACAF-ის დისკვალიფიკაციას მოიხდის.
მატჩში ერთადერთი გოლის გატანა ლიონელ მესიმ მოახერხა, საპასუხო შეხვედრა კი 26 თებერვალს გაიმართება.