Belive

მეორე ეტაპის გავლის შემთხვევაში, ქართული გუნდების მეტოქეები ცნობილია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
შვეიცარიში, უეფას შტაბ-ბინაში ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. ნიონში ის გუნდებიც გამოარკვიეს, რომლებიც მეორე შესარჩევი ეტაპის გადალახვის შემთხვევაში, ქართული გუნდების მეტოქეები იქნებიან. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი "დინამო თბილისი" უელსური "ქონას ქი ნომედსის" ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, ფარერების ჩემპიონ "კლაკსვიკს" დაუპირისპირდება, შეხვედრა ფარერებზე გაიმართება. რაც შეეხება "ლოკომოტივს", იმ შემთხვევაში, თუ "რკინიგზელები" მოსკოვის "დინამოს" გასცდებიან, მათი მეტოქე ალბანურ "ტეუტასა" და ესპანურ "გრანადას" შორის გამარჯვებული იქნება. მატჩს ქართული გუნდი სტუმრად ჩაატარებს. ორივე ქართული გუნდი 17 სექტემბერს ითამაშებს. "ლურჯ-თეთრები" მატჩს უელსში, "თეთრ-წითლები" კი თბილისში გამართავენ.

სხვა სტატიები