,,მეგონა, რომ პენალტი იყო'' - ტოტენჰემის მწვრთნელი მიქაუტაძის წაქცევაზე
2 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ტოტენჰემის მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ფრანკმა, ვილიარეალთან მოგების შემდეგ, ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:
,,რა თქმა უნდა, მოგებით ბედნიერი ვარ. ვისწავლე, რომ გამარჯვება უნდა დავაფასო. ვფიქრობ, თავს ძალიან კარგად ვიცავდით და მთელი მატჩის განმავლობაში კარგად მოთამაშე ვილიარეალს ბევრი მომენტი არ შევაქმნევინეთ. რაც შეეხება შეტევას, ამ მხრივ მაღალი დონის შეხვედრა ვერ ჩავატარეთ. თანაბარი მატჩი გამოვიდა, რომელშიც გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა.
ვან დე ვენისა და მიქაუტაძის ეპიზოდი? იმ მომენტში გავიფიქრე, რომ პენალტი დაინიშნებოდა, მაგრამ, ვფიქრობ, მსაჯმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო. კონტაქტი საჯარიმოს გარეთ იყო.'' - ტომას ფრანკი
ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ვილიარეალი ტოტენჰემთან სტუმრად 1:0 დამარცხდა. გიორგი მიქაუტაძემ მოედანზე 90 წუთი გაატარა.
#TottenhamVillarreal empujón sobre Mikautadze ,fuera del área ⏩ocasión manifiesta de gol➡️ 🟥
— ⚽️Cesar Escribano (@escribano_cesar) September 16, 2025
❌ error del árbitro y del VAR al no intervenir pic.twitter.com/3YurLbVykZ