'მაშინ ურტყამს, როცა არავინ ელის' - ფანები მიქაუტაძის ვალენსიასთან თამაშს აფასებენ
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთის ლა ლიგის მეათე ტურში, ვილიარეალმა სტუმრად ვალენსია დაამარცხა (0:2). მიუხედავად იმისა, რომ გიორგი მიქაუტაძეს საგოლე მოქმედება არ ჰქონია, ფანები მის თამაშს დადებითად ეხმაურებიან - ისინი მიიჩნევენ, რომ ანალიტიკური ვებ-გვერდების შეფასებები, რომლებმაც ქართველ თავდამსხმელს 6 ქულა დაუწერეს, სიმართლესთან ახლოს არაა.
გიორგიმ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, მეორე გოლი მის აქტიურობას მოჰყვა და რამდენიმე ლამაზი მომენტიც შექმნა.
ჩვენ ვხედავდ რა შეუძლია მიქაუტაძე-ხერარდ მორენოს დუეტს. ქართველი ჩვენი ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა და უდიდესი გავლენა აქვს ვილიარეალის შეტევის ხაზზე.
მიქაუტაძე მიესალმება სარეზერვო გუნდის ახალგაზრდებს (როცა გიორგიმ ვალენსიას მარჯვენა მცველი მოატყუა).
მიქაუტაძე ვილიარეალის საუკეთესო მოთამაშეა და ვფიქრობ, რომ ეს საკამათო არ არის.
მიქაუტაძეს სუსტი თამაში ჰქონდა, მაგრამ ის იმდენად კარგია, რომ ნებისმიერ მომენტში შეუძლია აფეთქება. მისი მოძრაობის ტრაექტორია და თამაშის გაგების მანერა მას შეუცვლელს ხდის. ის მაშინ ურტყამს, როცა ყველაზე ნაკლებად ელოდები.
შეხედეთ მიქაუტაძის შეფასებას... ძალიან დაბალია, ასე მგონია სხვა თამაშს ვუყურებდი.
ვილიარეალის საუკეთესო მოთამაშის არჩევა რომ მომიწიოს, ეს სანტიაგო მოურინიო იქნებოდა. მეორე ადგილზე მიქაუტაძეა. მან კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ დანარჩენებზე მაღლა დგას.
ვილიარეალმა ვალენსიას გადაუარა და ბოლომდე აღარ მიაწვა. პეპეს ცოტა ენერგია აკლდა. მოლეირო და მიქაუტაძე ძალიან კარგები იყვნენ.
- ვკითხულობთ ფანების კომენტარებს X-ზე
გიორგი მიქაუტაძეს, ლა ლიგაში, 2 გოლი აქვს გატანილი და 1 საგოლე გადაცემა შესრულებული. ვილიარელი 20 ქულით მესამე ადგილს იკავებს (რეალისა და ბარსელონას შემდეგ). 'ყვითელი წყალქვეშა ნავი' მეთერთმეტე ტურის შეხვედრაში, რაიო ვალეკანოს მიიღებს, მატჩი პირველ ნოემბერს გაიმართება.