Belive

"მეფე გიორგი, დასახული მიზნები მალე მოვა" - ლიონის გულშემატკივრები გიორგი მიქაუტაძეზე

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-8 ტურში "ლიონი" "ლე ავრს" ესტუმრა. გიორგი მიქაუტაძის გუნდმა მეტოქე 0:4 დაამარცხა და აღნიშნულ მატჩში ქართველმა ფეხბურთელმა თავის ახალ კლუბთან ერთად პირველი საგოლე მოქმედება მიითვალა. გიორგი მიქაუტაძე თამაშში 72-ე წუთზე ჩაერთო, 87-ე წუთზე კი საიდ ბენრაჰმას შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა, რაც შემდგომში გოლით დასრულდა.

ქართველი ფეხბურთელის გოლს სოციალურ ქსელში ბევრი გულშემატკივარი გამოეხმაურა და ჟორჟის მომავალს "ლიონში" ყველა იმედიანად უყურებს.

კომენტარები, გიორგი მიქაუტაძის ფოტოზე:

  • ჩვენ ყოველთვის შენს გვერდით ვიქნებით გიორგი!

  • გიორგი ასე გააგრძელე, დასახულ მიზანს აუცილებლად მიაღწევ! ძალიან კარგი საგოლე გადაცემა გააკეთე.

  • ჩვენ გვჯერა შენი ჟორჟ, ერთი სული მაქვს როდის ვნახავ შენს პირველ გოლს ამ შესანიშნავ ფერებში! ძალიან კარგი ასისტი იყო, ეს მხოლოდ დასაწყისია...

  • კარგი პერიოდი იწყება, ჩვენ გვჯერა შენი გიორგი!

  • საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის!

  • რა შესანიშნავი გადაცემა იყო! ძალიან კარგი თამაში იყო ბიჭებო. გიორგიც თავის საუკეთესო ფორმას უბრუნდება, ველოდებით პირველ გოლს ლიონის ფერებში

  • შემდეგ მატჩში გოლსაც გაიტან.

  • მეფე გიორგი, დასახული მიზნები მალე მოვა!

View this post on Instagram

A post shared by Georges Mikautadze🇬🇪 (@georgesmkd)

სხვა სტატიები