Belive

ჰელოუინზე დაბადებული ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიოს დიდი ნაწილი 31 ოქტომბერს ჰელოუინს აღნიშნავს. transfermarkt-მა ამ დღეს დაბადებული მოქმედი ფეხბურთელების სია შეადგინა და მათგან 10 ყველაზე ძვირადღირებული გამოარჩია. აღსანიშნავია, რომ ამ სიაში მეორე ადგილს ქართველი თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე იკავებს - მისი ღირებულება 20 მილიონი ევროა.

transfermarkt-ის ოფიციალური ათეული კი ასე გამოიყურება:

1) მარკუს რეშფორდი (მანჩესტერ იუნაიტედი) - 60 მილიონი ევრო
2) გიორგი მიქაუტაძე (ლიონი) - 20 მილიონი ევრო
3) ანსუ ფატი (ბარსელონა) - 15 მილიონი ევრო
4) მატიას ოლივერა (ნაპოლი) - 15 მილიონი ევრო
5) პრედრაგ რაიკოვიჩი (ალ იტიჰადი) - 10 მილიონი ევრო
6) ტაილერ მორტონი (ლივერპული) - 8 მილიონი ევრო
7) ჯეიმს ტავერნიე (რეინჯერსი) - 6 მილიონი ევრო
8) აარონ ქუეროსი (ატლეტიკო ვალესი) - 4.5 მილიონი ევრო
9) ბრაიან გარსია (ტოლუკა) - 4 მილიონი ევრო
10) დარნელ ფურლონგი (ვესტ ბრომვიჩი) - 3.5 მილიონი ევრო

View this post on Instagram

A post shared by Transfermarkt (@transfermarkt_official)

სხვა სტატიები