Belive

"მე ამისთვის ვცხოვრობ, ეროვნული ნაკრების მწვრთნელობა ჩემთვის სამოთხეში ყოფნას ჰგავს" - ლუჩიანო სპალეტი

11 თვის წინ ფეხბურთი
3 წთ

მილანში, იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე (Gran Galà del Calcio AIC) 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო მწვრთნელი ლუჩიანო სპალეტი გახდა, რომელმაც "ნაპოლისთან" ერთად იტალიის ჩემპიონობა იზეიმა.

ნეაპოლელთა ყოფილმა და ახლა უკვე იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ევრო 2024-ზე და ნაპოლის გასულ სეზონზე ისაუბრა

"ნაპოლის" შარშანდელ სეზონზე და ჩემპიონობაზე

მშვენიერი სეზონი გამოვიდა, წარმოუდგენლად კარგი გუნდი იყო, ყველა ერთად მუშაობდა და ძალიან კარგი თანამშრომლობა გამოგვდიოდა. ისინი ერთმანეთს ასტიმულირებდნენ და ამაყობდნენ თავიანთი თანაგუნდელების თამაშით. შესანიშნავი იყო მათი ყურება გასახდელში, ბიჭებს კარგად ესმოდათ, თუ რატომ ვიყავით იქ და ვისთვის ვთამაშობდით. შესანიშნავი მოთამაშეების გარდა, შარშან "ნაპოლი" იყო ნამდვილი კაცების გუნდი, რომლის შესახებაც კიდევ დიდხანს ისაუბრებენ. შემდეგ არის პრეზიდენტი, რომელიც კარგად ახერხებს სხვების მოტივაციას. როცა გუნდის მწვრთნელად მიდიხარ, რომელიც ხშირად იყო ჩემპიონთა ლიგაზე ან თასებზე, მოგება უნდა სცადო, სხვა ალტერნატივა არ გაქვს.

იტალიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელობაზე

მე ამისთვის ვცხოვრობ, ოჯახი დავტოვე, რომ დილიდან საღამომდე ბურთის მიღმა ვიყო, ახლა ეროვნული ნაკრების მწვრთნელობა ჩემთვის სამოთხეში ყოფნას ჰგავს. ევროპის ჩემპიონატამდე დაახლოებით 200 დღეა დარჩენილი: ბევრი იქნება თუ ცოტა? ეს დამოკიდებულია თუკი ჩვენს ხელთ არსებული სივრცეები კარგად იქნება გამოყენებული, შეიძლება ბევრი იყოს, მაგრამ რეალურად ცოტაა. ვეცდებით ყველაფერი გავაკეთოთ. მაგრამ ჩვენ ასევე გვჭირდება თანამშრომლობა კლუბებთან. იტალია ყველას გულთან ახლოს უნდა იყოს. ჩვენ უნდა ვეცადოთ ვითამაშოთ ფეხბურთი იმ ურთიერთობით, რასაც ჩემ "ნაპოლიში" ვაკეთებდით, ყველას ახსოვს მოქმედება, რომელშიც 10 მოთამაშე დაბრუნდა დაცვაში, რათა გამოგვესწორებინა ცუდად შესრულებული კუთხური. ამ ჯგუფში არ იყო ეჭვიანობა და ვერაფერი შეაფერხებდა ასეთ გუნდს, მე მინდა შემოვიტანო ეს კულტურა: შევქმნა ძლიერი გონების მქონე გუნდი და ნათლად გამოჩნდეს, რომ ყველაფერს ვაკეთებთ იტალიისთვის.

ევრო 2024-ის ჯგუფში, იტალია, ესპანეთთან, ხორვატიასთან და ალბანეთთან ერთადაა, იტალიელმა მწვრთნელმა ამაზეც ისაუბრა

ეს იქნება მატჩები, რომლის თამაშიც მოგვიწევს. ვერავინ იქნება ბედნიერი იტალიის ნაკრების წინააღმდეგ დაპირისპირებაში. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რა დონის გუნდი ვართ და რა დონის ფეხბურთი შეგვიძლია ვითამაშოთ. აქამდე მე მინახავს იტალია ყველა მატჩში, 60-70 წუთის განმავლობაში, შესანიშნავი გუნდია, მაგრამ ჩვენ წინ უნდა წავიდეთ, უნდა დავასრულოთ ის, რაც აქამდე გავაკეთეთ. როდესაც რინგზე გავალთ, მატჩში არაფერია გადაწყვეტილი. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რა არის ჩვენი საუკეთესო თვისებები და შევინარჩუნოთ ისინი 100 წუთის განმავლობაში.

სხვა სტატიები