Belive

მძიმე ტრავმა: ოთარ კიტეიშვილმა მყესი გაიწყვიტა 

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა მძიმე ტრავმა მიიიღო და ის ეროვნულ გუნდს უდიდესი ალბათობით, 2021 წელს დარჩენილ შეხვედრებში ვერ დაეხმარება.​ ეს უეფას ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში მოხდა, რომელშიც გრაცის "შტურმი" "პსვ ეინდჰოვენთან" - 1:4 დამარცხდა. ავსტრიული კლუბის მეათე ნომერი ძირითად შემადგენლობაში იყო და 82-ე წუთზე შეცვალეს, როგორც კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება, მისი დაზიანება ძალიან მძიმე აღმოჩნდა და 25 წლის ქართველმა მარჯვენა მუხლის მყესი გაიწყვიტა. კიტეიშვილს 2 ოქტომბერს ოპერაცია ჩაუტარდება, შემდეგ კი ცნობლი გხდება თუ რა დროის განმავლობაში ვერ მოახერხებს კლუბისა და ნაკრების დახმარებას.
"ოთარი ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემტევი ძალაა და მისი უიღბლობა ყველას ძალიან გვტკივა. ვიმედოვნებთ, რომ ოპერაცია კარგად ჩაივლის და ის მალე დაბრუნდება", - თქვა კლუბის სპორტულმა დირექტორმა ანდრეას შიკერმა.
ოქტომბერში, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ორი შეხვედრისთვის საბერძნეთისა და კოსოვოს წინააღმდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა კიტეიშვილს ეროვნულ გუნდში უხმო, თუმცა ახლა, ფრანგ სპეციალისტს იძულებითი ცვლილების გაკეთება მოუწევს.  

სხვა სტატიები