მძიმე სტარტიდან პლეი-ოფამდე | სამხრეთ აფრიკამ ისტორია დაწერა
სამხრეთ აფრიკამ, ბოლო ტურში, სამხრეთ კორეა დაამარცხა და ისტორიაში პირველად, მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში ითამაშებს.
აფრიკელთაგან, ერთადერთი გოლი, ტაპელო მასეკომ გაიტანა, რომელსაც თამაშის განმავლობაში, რამდენიმე საგოლე მომენტი ჰქონდა და საბოლოოდ, მატჩის 63-ე წუთზე გატანილი გოლით, ისტორია დაწერა.
შეხვედრა, კორეელთა მომენტით დაიწყო, როდესაც მე-2 წუთზე, კუთხურიდან მოწოდების შემდეგ, აზიელებს გოლის გატანის შანსი ჰქონდათ, მაგრამ კიმ მინ ჯაეს დარტყმულ თავურს, აფრიკელთა მარცხენა მცველი, ობრეი მოდიბა დაუხვდა. სამხრეთ აფრიკა, პირველ ტაიმში, საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა და რამდენიმე საგოლე მომენტიც ჰქონდა, მაგრამ საწყის 45 წუთში, ჰუგო ბროოსის გუნდმა, გოლის გატანა ვერ შეძლო.
თავის მხრივ, კორეელებსაც ჰქონდათ მეორე ნახევარში საგოლე მომენტები, მაგრამ ვერც მათ შეძლეს გამოყენება.
სამხრეთ აფრიკამ, ამ გამარჯვებით, ჯგუფში, მეორე ადგილი დაიკავა და პლეი-ოფის საგზური გაინაღდა. აფრიკელები, თავის პირველ საპლეიოფო შეხვედრას, კანადის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებენ. რაც შეეხება კორეას, მარცხის მიუხედავად, მათ ჯგუფიდან გასვლის შანსი მაინც რჩებათ. საბოლოოდ, რომელი მესამეადგილოსნები მოიპოვებენ საპლეიოფო საგზურს, ეს ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ გაირკვევა.
🌎🇿🇦 South Africa beat South Korea and fly to next World Cup round!
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) June 25, 2026
Who’s been your Man of the Match? pic.twitter.com/wu5TheXbqL