Belive

მძიმე მარცხი | რა შეფასება დაიმსახურა გულიაშვილმა ეიბართან?

7 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლა ლიგა 2-ის 26 ტურში ეიბარმა რასინგს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. ტურნირის ლიდერისთვის მატჩი საკმაოდ მძიმე გამოვიდა, რადგან გუნდი ისევ ინარჩუნებს პირველ ადგილს, თუმცა მეორე ადგილზე მყოფი კასტელონი 2 ქულაში მიუახლოვდა და თანაც ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

რთული იყო ისიც, რომ რასინგმა ქამბექით წააგო - სტუმრები 22-ე წუთზე დაწინაურდნენ, ეიბარმა კი 71-ე და 94-ე წუთებზე გაიტანა გოლები. აღსანიშნავია, რომ რასინგი 84-ე წუთიდან 10 კაცით დარჩა.

გიორგი გულიაშვილმა შეხვედრა ისევ ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო თუმცა ჯერ საგოლე მოქმედება არ აქვს - გიორგიმ, რასინგის შემადგენლობაში, ყველა ტურნირზე, მეხუთედ ითამაშა. მწვრთნელმა ქართველი 70-ე წუთზე შეცვალა (მისი შეფასება 5.7-დან 6.1-დე იყო / SOFASCORE-სა და FLASHSCORE-ის მიხედვით).

რასინგი მომდევნო ტურის მატჩს 22 თებერვალს, შინ, ბურგოსის წინააღმდეგ ჩაატარებს.