ოფიციალურად: პორტუგალიის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი გამოცდილი სპეციალისტი, 71 წლის ჟორჟე ჟეზუში იქნება. მხარეებს შორის გაფორმებული კონტრაქტი ოთხწლიან თანამშრომლობას ითვალისწინებს.
ჟეზუში ამ პოსტზე რობერტო მარტინესს შეცვლის. მის წინაშე რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ამოცანა, 2025 წელს მოპოვებული ერთა ლიგის ტიტულის დაცვა, ნაკრების ევრო 2028-ზე გაძღოლა და 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ღირსეული გამოსვლა დგას. აღსანიშნავია, რომ 2030 წლის მუნდიალს პორტუგალია ესპანეთთან და მაროკოსთან ერთად უმასპინძლებს.
ახალი მწვრთნელის პირველი სერიოზული გამოცდა სწორედ ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი იქნება, სადაც პორტუგალიის ნაკრების მეტოქეები უელსი, ნორვეგია და დანია იქნებიან.
მიუხედავად უდიდესი გამოცდილებისა, 71 წლის ჟორჟე ჟეზუში ეროვნულ ნაკრებს კარიერაში პირველად უხელმძღვანელებს. მისი სამწვრთნელო გზა ჯერ კიდევ 1989 წელს, კლუბ ამორაში დაიწყო, რის შემდეგაც მან მსოფლიო ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე ქარიზმატული და ტიტულოვანი სპეციალისტის სახელი დაიმკვიდრა.
ჟეზუშის კარიერაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ბრაზილიურ ფლამენგოს (2019–2020 წლები). ამ მოკლე პერიოდში მან გუნდს მოაგებინა ბრაზილიის ჩემპიონატი, ლიბერტადორესის თასი, სამხრეთ ამერიკის სუპერთასი და ბრაზილიის სუპერთასი.
გასული წლების განმავლობაში ჟორჟე ჟეზუსი საუდის არაბეთის ჩემპიონატში მუშაობდა, სადაც ჯერ ალ აჰლის, შემდეგ კი კრიშტიანუ რონალდუს ალ-ნასრის ჩემპიონობა მოაგებინა.
Começa hoje um novo caminho. Bem-vindo à Seleção Nacional, Mister Jorge Jesus. 🇵🇹 #ViemosParaVencer pic.twitter.com/B9Re2bCuAa
— Portugal (@selecaoportugal) July 10, 2026