Belive

მძიმე დარტყმა ლივერპულს - ვან დაიკი ტრავმირებულია

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ნიდარლენდების ეროვნული ნაკრებისა და "ლივერპულის" ცენტრალური მცველი, ვირჯილ ვან დაიკი ტრავმირებულია.

31 წლის მცველმა ტრავმა პრემიერ ლიგის მე-19 ტურში მიიღო, რის გამოც პირველი ტაიმის შემდეგ შესვენებაზევე შეცვალეს. საბოლოოდ ის მატჩი "ლივერპულმა" "ბრენტფორდის" წინააღმდეგ 1:3 დათმო.

მერსესაიდული გუნდის ინფორმაციიით, ვირჯილ ვან დაიკმა ბარძაყის ტრავმა მიიღო, რის გამოც რამდენიმე კვირის (მინიმუმ 2-3) გამოტოვება მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ ვირჯილ ვან დაიკის გარდა, ტრავმის გამო "ლივერპულს" შემდეგი ფეხბურთელები ვერ ეხმარებიან: არტური, ლუის დიასი, ჟოტა, ფირმინო, ჰენდერსონი და მილნერი.

"ლივერპული" შემდეგ მატჩს FA თასზე, 8 იანვარს, "ვულვზის" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები