Belive

მბაპეს ტრავმა აქვს - მან საფრანგეთის ვარჯიშები გამოტოვა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"პსჟ"-სა და საფრანგეთის ნაკრების 23 წლის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა - კილიან მბაპემ, საფრანგეთის ნაკრების ვარჯიშები გამოტოვა.

მიზეზი ტეფრის ტრავმაა, რომელიც მან პოლონეთის ნაკრებთან მიიღო, თუმცა მბაპემ ტრავმის მიუხედავად 90 წუთი მაინც ითამაშა და დუბლის შესრულებაც შეძლო.

ცნობილი ფრანგული სპორტული გამოცემის "L'Équipe"-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კილიან მბაპე უკვე ზედიზედ მეორე დღეა საფრანგეთის ნაკრების ვარჯიშს ტოვებს. დღეს საღამოს ფრანგები მორიგ ვარჯიშს გამართავენ, თუმცა უკვე დადასტურებული ინფორმაციით, კილიანი ამ ვარჯიშსაც გამოტოვებს.

ფრანგი ექიმები 2 დღეა მბაპეს გამოჯანმრთელებას ცდილობენ, თუმცა 23 წლის ფეხბურთელს ტერფის ტკივილები კვლავ აწუხებს და ვერ ვარჯიშობს.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის 1/4-ფინალში ინგლისის ნაკრებს შეხვდება, მატჩი 10 დეკემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები