Belive

არდა გიულერი კვლავ ტრავმირებულია - თურქი ვალენსიასთან მატჩს გამოტოვებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

18 წლის თურქი ვუნდერკინდის - არდა გიულერის მადრიდული დებიუტი კვლავ გადაიდო. ამის მიზეზი კი ტრავმის გამეორებაა, რომელიც თურქ ფეხბურთელს ივლისის შემდეგ აწუხებს.

"ბრაგასთან მატჩის დაწყებამდე, არდა გიულერი კვლავ დაშავდა, თუმცა არაფერი საგანგაშო არ არის. მას მცირე დაზიანება აქვს და მალე დაბრუნდება მოედანზე.

იმდენად მძიმე დაზიანება ჰქონდა მენისკზე, რომ მას შემდგომ იგი მოედანზე სრულად დაბრუნებას ვერ ახერხებს, თუმცა მერწმუნეთ, რომ ამით არაფერი მთავრდება. მას საოცარი მომავალი ექნება აქ, მადრიდის "რეალში"... - კარლო ანჩელოტი

ამ ფაქტით, მადრიდის "რეალის" გულშემატკივრები კვლავ აღშფოთდნენ და აცხადებენ, რომ თურქი ფეხბურთელი მათში უკვე აგრესიას იწვევს, რადგან არდა ვარჯიშს 1 თვის წინ დაუბრუნდა, თუმცა სათამაშოდ მზად კვლავ არ არის.

შეგახსენებთ, რომ არდა გიულერი მადრიდის "რეალში" 2023 წლის 6 ივლისს გადავიდა, მას შემდეგ კი 18 წლის ფეხბურთელს "სამეფო კლუბის" მაისურით ჯერ 1 წუთითაც არ უთამაშია.

ასევე შეგახსენებთ, რომ არდა გიულერი მადრიდულ კლუბში "ფენერბაჰჩედან" გადავიდა. თურქი ფეხბურთელი ესპანურმა კლუბმა 25 მილიონ ევროდ შეიძინა.

მადრიდის "რეალი" შემდეგ მატჩს 12 ნოემბერს "ვალენსიას" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები