მბაპეს განცხადებებმა დემბელე გააბრაზა | ოქროს ბურთის გამო, დაპირისპირება იწყება
კილიან მბაპეს, ოქროს ბურთთან დაკავშირებით, გაკეთებული ბოლო განცხადებებით, დემბელე უკმაყოფილო იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ოქროს ბურთის მოქმედი გამარჯვებული, ამის გამო, ძალიან გაბრაზებულია და მბაპეს მიმართ, იგივე განწყობა, საფრანგეთის ნაკრების სხვა ფეხბურთელებსაც აქვთ. მბაპესა და დემბელეს საკითხზე, საკუთარი პოზიცია პარი სენ-ჟერმენის ყოფილმა ფეხბურთელმა, ჟერომ რატენმაც დააფიქსირა.
ის მბაპეზე ძალიან გაბრაზებულია. საქმე მხოლოდ მას არ ეხება. უსმანის გარემოცვაში, მათ შორის პარი სენ-ჟერმენშიც, მბაპეზე გაბრაზებულები არიან. პსჟ-ს გარდა, საფრანგეთის ნაკრებიდანაც, ბევრი ფეხბურთელია კილიანზე განაწყენებული. ვფიქრობ, მომდევნო სანაკრებო პაუზის დროს, ეს ბზარი უფრო გაიზრდება. - ჟერომ რატენი
France Football-თან და L'equipe-თან ინტერვიუებში, მბაპემ, პრესტიჟული ჯილდოს მოპოვების შანსებზე ისაუბრა და საკუთარ თავს რჩეულიც კი უწოდა. დემბელეზე კი თქვა, რომ მას ყოველთვის ნიჭიერ ფეხბურთელად მიიჩნევდა. "თავიდანვე ყველაზე მაღლა ვიყავი. მას განსხვავებული გზა ჰქონდა - ტრავმები, თუმცა ამ ყველაფერს კარგად გაართვა თავი." - აღნიშნა მან.
ბრესტთან გამარჯვების შემდეგ, დემბელემ, რომელიც აქამდე ოქროს ბურთთან დაკავშირებით, საკმაოდ თავშეკავებული იყო, თავად ისაუბრა ამ საკითხზე და გარკვეულწილად, მბაპეს განცხადებასაც უპასუხა.
მე ყოველთვის ასეთი ვიყავი. კლასის უკანა მერხზე ვიჯექი და ბევრს ვშრომობდი. კარიერის დაწყებიდან, ამ თემაზე ერთი სიტყვაც არ მითქვამს. მე არასდროს ვყოფილვარ რჩეული. წარმოუდგენლად ბევრს ვშრომობდი. გასულ წელს, პსჟ-ში ბრწყინვალე სეზონი მქონდა. წელს კი ვნახოთ, რა მოხდება. ყველაფერს ძალიან მშვიდად და ყოველგვარი წნეხის გარეშე ვუყურებ. - უსმან დემბელე
🚨 𝗠𝗔𝗝𝗢𝗥 𝗕𝗥𝗘𝗔𝗞𝗜𝗡𝗚: Ousmane Dembélé is NOT happy with Kylian Mbappé’s recent comments about him, confirmed by L’Equipe.
— The Touchline | 𝐓 (@TouchlineX) September 14, 2026
Mbappé had said: “He was always seen as a talented player, while I was always seen as THE CHOSEN ONE. I reached the top very early. His journey was… pic.twitter.com/s16ozExEVD