Belive

მბაპე: "ყველაფერი გავიგონე - ამ ფეხბურთელს თამაში უნდა აეკრძალოს"

4 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის პლეი ინის პირველ დაპირისპირებაში, ბენფიკა რეალ მადრიდთან 0:1 დამარცხდა. იყო მონაკვეთი, როცა მატჩი 10 წუთით შეწყდა (ვინისიუს ჟუნიორის მიმართ სავარაუდო რასისტული შეურაცხყოფის გამო). ვინისიუსმა მსაჯს განუცხადა, რომ ბენფიკას მოთამაშემ, ჯანლუკა პრესტიანიმ მას რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა და პროტოკოლი, ამ დროს, თამაშის შეჩერებას ითვალისწინებს.

რაც მე გავიგონე, ძალიან ნათელია: 25-ე ნომერმა ვინისიუსს ხუთჯერ უთხრა, რომ მაიმუნია. ყველას შეუძლია თავისი აზრის გამოთქმა, მაგრამ ასეთი საქციელი მიუღებელია. ჩემპიონთა ლიგაზე თამაში მშვენიერია, მაგრამ ამ სურათის ჩვენება საშინელებაა მსოფლიო ფეხბურთისთვის.

მას სახეზე მაისური ჰქონდა აფარებული, თუმცა ამას ვერ დამალავ.

ჩვენ მაგალითი უნდა მივცეთ ყველა ბავშვს, ვინც გვიყურებს. ეს საქციელი არ შეიძლება აიტანოთ. მე არაფერი მაქვს ბენფიკას ან მათი მწვრთნელის საწინააღმდეგო, მაგრამ ასეთი მოთამაშე არ იმსახურებს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს. ვიმედოვნებთ, რომ უეფა მიიღებს ზომებს და არ იტყვის, თითქოს არაფერი მომხდარა. ეს სერიოზული საქმეა. - განაცხადა კილიან მბაპემ

რეალ მადრიდმა ჯანლუკა პრესტიანის წინააღმდეგ ოფიცილური საჩივარი შეიტანა. საპასუხოდ კი, უეფამ გაავრცელა განცხადება, რომ აღნიშნულ ფაქტზე მოკვლევა უკვე დაწყებულია.

სხვა სტატიები