Belive

ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრების საკვანძო ფეხბურთელი დაასახელა

9 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ავსტრალიასთან მოგებული ამხანაგური მატჩის შემდეგ, ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, ვინისიუს ჟუნიორის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა:

,,უკვე აღარც ვიცი, კიდევ რა შეიძლება ვთქვა ვინის შესახებ, ძალიან კარგად ვიცნობ მას. ჩემთვის ის ეროვნული გუნდის საკვანძო ფეხბურთელია, მთავარი მოთამაშე ბრაზილიისთვის. ასეთივე იყო ის ჩემი კარიერის წინა ეტაპებზეც და ასე იქნება მომავალშიც.

ახლა ის საუკეთესო ფორმაში არ არის, მაგრამ სეზონის დასაწყისია. ვინისიუსი გუნდის წარმატებაში თავისი წვლილის შეტანას ყოველთვის ცდილობს, როგორც დღეს, როცა მესამე გოლი გაიტანა და წინ გაგვიყვანა. მასთან დაკავშირებით ძალიან, ძალიან მომთმენი ვიქნები, რადგან ის იმსახურებს ამ მოთმინებას.'' - კარლო ანჩელოტი

ბრაზილიამ ავსტრალია ამხანაგურ შეხვედრაში 4:2 დაამარცხა. ანჩელოტის გუნდი მომავალ მატჩს შაბათს, 3 ოქტომბერს, ინდოეთთან სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები