ესპანეთთან გოლის შემთხვევაში, კილიან მბაპეს ისტორიული შედეგის დაფიქსირება შეუძლია
საფრანგეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ზედიზედ მესამე ფინალში გასასვლელად იბრძვის, რომელ გზაზეც გუნდის ერთ-ერთი მთავარი იმედი კვლავ კილიან მბაპეა. საინტერესოა, რომ ნახევარფინალი პლეიოფის ერთადერთი ეტაპია, სადაც ფრანგ ვარსკვლავს გოლი ჯერ არ გაუტანია.
27 წლის შემტევი მიმდინარე მუნდიალზეც "სამფეროვნების" საუკეთესო ბომბარდირია. მის აქტივში უკვე უკვე 8 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა, რითაც ოქროს ბუცისთვის ბრძოლაში ლიონელ მესის უთანაბრდება. ამ გოლებით კილიანმა მსოფლიოს ჩემპიონატებზე მიროსლავ კლოზეს რეკორდს (16 გოლი) გადაასწრო და აქტივში უკვე 20 შეგდებული ბურთი აქვს.
მბაპემ მსოფლიო ჩემპიონატების პლეიოფის თითქმის ყველა ეტაპზე გაიტანა გოლი, გარდა ნახევარფინალისა. 2018 და 2022 წლებში ფრანგებმა ფინალს ისე მიაღწიეს, რომ ბელგიასთან (1:0) და მაროკოსთან (2:0) შეხვედრებში კილიანს თავი არ გამოუჩენია. სამაგიეროდ, სხვა ეტაპებზე მისი სტატისტიკა ფენომენალურია: 1/16 ფინალიდან დაწყებული, მერვედფინალებითა და ფინალებით დასრულებული, სადაც მას 4 გოლი აქვს გატანილი (მათ შორის ჰეთ-თრიკი არგენტინასთან).
10+ direct goal involvements in back-to-back tournaments 🤯#FIFAWorldCup pic.twitter.com/I74okOiha3
— FIFA World Cup (@FIFAWorldCup) July 13, 2026
კილიან მბაპეს მსოფლიო ჩემპიონატების პლეი-ოფის სტატისტიკა ასე გამოიყურება:
1/16-ფინალი (2026): შვედეთი (3:0), 2 გოლი
1/8-ფინალი (2018): არგენტინა (4:3), 2 გოლი
1/8-ფინალი (2022): პოლონეთი (3:1), 2 გოლი
1/8-ფინალი (2026): პარაგვაი (1:0), 1 გოლი
1/4-ფინალი (2018): ურუგვაი (2:0), უგოლოდ
1/4-ფინალი (2022): ინგლისი (2:1), უგოლოდ
1/4-ფინალი (2026): მაროკო (2:0), 1 გოლი
ნახევარფინალი (2018): ბელგია (1:0), უგოლოდ
ნახევარფინალი (2022): მაროკო (2:0), უგოლოდ
ფინალი (2018): ხორვატია (4:2), 1 გოლი
ფინალი (2022): არგენტინა (3:3, პენ. 2:4), 3 გოლი
შესაბამისად, საფრანგეთის ნაკრების კაპიტანს კარიერაში მხოლოდ ერთი დაუპყრობელი პლეი-ოფის ეტაპი დარჩა. ესპანეთის წინააღმდეგ მას ექნება შანსი, შეავსოს თავისი უნიკალური საგოლე კოლექცია და მსოფლიო ჩემპიონატის ყველა საპლეიოფო რაუნდში გატანილი გოლი ჩაიწეროს აქტივში.
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საწყისი ნახევარფინალური მატჩი 14 ივლისს, არლინგტონში უნდა გაიმართოს და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყოს.