Belive

მბაპე მუნდიალის პლეი ოფიდან არასდროს გავარდნილა... იამალამდე

2 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ნახევარფინალისტია. 'ფურია როხამ', ერთი შეხედვით უძლეველ საფრანგეთთან ნამდვილი მასტერკლასი გვაჩვენა და დეშამის გუნდი 2:0 დაამარცხა.

ყურადღება უნდა შევაჩეროთ დეტალზე, რომელიც ორი საოცარი ფეხბურთელის პირად დაპირისპირებას ეხება - როგორც აღმოჩნდა, კილიან მბაპეს, საპლეიფო სტადიაზე (კლუბშიც და ნაკრებშიც), არასდროს დაუმარცხებია 19 წლის ლამინე იამალი.

1) ევრო 2024-ის ნახევარფინალი

2) ერთა ლიგის 2025 წლის ნახევარფინალი

3) ესპანეთის სუპერთასის ფინალი

4) კოპა დელ რეის ფინალი

5) 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი

ლამინ იამალი ყოველთვის ავლენს საკუთარ თავს მაშინ, როდესაც ფსონები ყველაზე მაღალია. ამ ეტაპზე, ესპანელი ვუნდერკინდი მბაპეს უდიდეს კრიპტონიტად ჩამოყალიბდა. ესპანეთის საფრანგეთთან გამარჯვებით, ლამინე იამალის ანგარიში, კილიან მბაპეს წინააღმდეგ, ყველა ტურნირზე, 9:2-მდე გაუმჯობესდა. სანაკრებო ტურნირებზე კი ეს ანგარიში 3:0-ზეა.

სხვა სტატიები