Belive

მბაპე მადრიდში წავიდა - მისი ტრავმა მარტივი არაა

3 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური განცხადებით, მადრიდის რეალის თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ, მარცხენა მუხლის მყესის ტრავმა მიიღო. ეს სწორედ ის მუხლია, რომელიც ფრანგ ფორვარდს 2025/26 წლების სეზონის უმეტეს ნაწილში აწუხებდა.

მბაპე დამატებით სამედიცინო შემოწმებას „ვალდებებასის“ საწვრთნელ ბაზაზე გაივლის, სადაც საბოლოოდ გაირკვევა, თუ რამდენი ხანი დასჭირდება მას სრულფასოვანი აღდგენისთვის. 25 ოქტომბერს „სამეფო კლუბს“ ბარსელონასთან „ელ კლასიკო“ ელის, ამიტომ, ტრავმის სიმძიმიდან გამომდინარე, გამორიცხული არ არის, ფრანგმა ვარსკვლავმა ეს პრინციპული დაპირისპირება გამოტოვოს.

მოსალოდნელია, რომ „ლოს ბლანკოსი“ ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ოფიციალურ სამედიცინო დასკვნას უქმეებზე გამოაქვეყნებს.

მბაპემ ტრავმა თურქეთთან გატანილი გოლის ეპიზოდში მიიღო - საფრანგეთმა სწორედ მისი გოლით მოიგო (0:1).

სხვა სტატიები