Belive

კონე: ,,ზიდანის ტექნიკამ გამაოცა, მას არაფერი დაუკარგავს''

4 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველმა, მანუ კონემ, ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელზე, ზინედინ ზიდანზე ისაუბრა:

,,სასიამოვნოა, როცა შენი მწვრთნელი ზინედინ ზიდანია, მსოფლიო ლეგენდა. ის ადამიანურად და გულწრფელად მუშაობს ჩვენთან, ახლოსაა მოთამაშეებთან, გვესაუბრება როგორც პირადად, ისე მთელი გუნდის წინაშე. რაც შემეხება მე, გულწრფელი იყო, მესაუბრა ინდივიდუალურად და მითხრა, რომ ჩემი ჩვეული თამაში მეჩვენებინა.

რამ გამაოცა ყველაზე მეტად? მისმა ტექნიკამ, მას არაფერი დაუკარგავს და ამის ცოცხლად ნახვა კიდევ უფრო შთამბეჭდავია. თუ მას დღემდე ასეთი ტექნიკა აქვს, თავის დროზე, ალბათ, უბრალოდ წარმოუდგენელი იქნებოდა.'' - ზინედინ ზიდანი

საფრანგეთის ნაკრები, რომელიც 6 ქულით ერთა ლიგის ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს, მომავალ მატჩს პარასკევს, 2 ოქტომბერს, იტალიის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები