Belive

მბაპე: "არასოდეს მილაპარაკია პსჟ-სთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე..."

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და "პსჟ"-ს ვარსკვლავმა - კილიან მბაპემ, ცნობილ ფრანგულ გამოცემა AFP-სთან მის მომავალზე ისაუბრა.

"მე არასოდეს მილაპარაკია პსჟ-სთან კონტრაქტის განახლებაზე. კლუბში ყველამ იცოდა იმის შესახებ, რომ მე კონტრაქტს აღარ ვახანგრძლივებდი. უფროსებს ვესაუბრე და ვუთხარი იმის შესახებ, რომ 2024 წლამდე კლუბში არ დავრჩებოდი..."

შეგახსენებთ, რომ 12 ივნისს, საღამოს საათებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კილიან მბაპე გუნდთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებს.

კილიანს ,,პსჟ-სთან” ამჟამინდელი კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და ხელშეკრულების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პუნქტსაც მოიცავს.

L’Equipe-ს ცნობით, მბაპემ პარიზულ კლუბს ოფიციალური წერილი გაუგზავნა, სადაც წერია, რომ ფეხბურთელი ამ პუნქტის გააქტიურებას არ აპირებს.

ასეთ შემთხვევაში დიდია შანსი იმისა, რომ ,,პსჟ-მ” კილიანი ამ ზაფხულს გაყიდოს, რათა მომავალ წელს უფასოდ არ დაკარგოს.

სხვა სტატიები