Belive

ჩირო იმობილე სამშობლოში ბრუნდება

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

SkySport-ის ინფორმაციით, 35 წლის იტალიელი თავდამსხმელი, ჩირო იმობილე ბეშიქთაშს ტოვებს და სათამაშოდ სამშობლოში ბრუნდება.

პოტენციური ტრანსფერი თავდაპირველად რთული ჩანდა მისი სახელფასო მოთხოვნებისა და თურქულ კლუბთან მიმდინარე კონტრაქტის გამო, თუმცა ბოლონია ჩიროსთვის პირობების დაკმაყოფილებას აპირებს და მხარეებს შორის შეთანხმებაც შედგა. იმობილე ბოლონიასთან 1 წლიან კონტრაქტს გააფორმებს, რასაც თან ახლავს კიდევ 1 წლით გახანგრძლივების შესაძლებლობაც.

2024-25 წლების თურქეთის სუპერლიგაში, ჩირომ 15 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. თურქულ კლუბს ის წინა ზაფხულს, ლაციოდან შეუერთდა. აღსანიშნავია, რომ იმობილეს სერია A-ში 200-ზე მეტი გოლი აქვს გატანილი, რაც ისტორიაში სულ 8 ფეხბურთელს გაუკეთებია.

სხვა სტატიები