მაურისიო პოჩეტინომ კილიან მბაპეს მომავალზე ისაუბრა
3 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"მბაპე მიდის "რეალში"? მთელი ძალით ვიბრძოლებ, რომ კილიანი აქ, "პსჟ-ში" დარჩეს. ჩვენი კლუბი ყველაფერს აკეთებს, რომ ნეიმარი და მბაპე დარჩეს. ოპტიმისტი ვარ და ვფიქრობ, რომ კილიანი დარჩება. ორივე მოთამაშეს სერიოზული ვალდებულებები აქვს "პსჟ-ს" მიმართ", - თქვა არგენტინელმა სპეციალისტმა.ამ სეზონში, საფრანგეთის ნაკრების 22 წლის თავდამსხმელმა ყველა ტურნირზე, პარიზული გრანდის 40 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც 33 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.