მაცარი: ,,გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი, ისინი ამას არ იმსახურებენ”
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, ვალტერ მაცარიმ, იტალიის თასის მერვედფინალში, ,,ფროზინონესთან” გამანადგურებელ მარცხზე ისაუბრა:
,,ალბათ, ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩართვას მიჩვეულნი არ არიან და, რაც უნდა უცნაური იყოს, უკეთ ვითამაშეთ იმ ბიჭებთან ერთად, რომლებსაც ბევრი დრო არ ეძლევათ.
მინდა, ბოდიში მოვუხადო გულშემატკივრებს, რომლებიც ბოლომდე გვერდში გვედგნენ! ისინი ასეთ წაგებას არ იმსახურებენ! რა თქმა უნდა, მატჩის შედეგი მიუღებელია და ამას ერთად განვიხილავთ.
წაგება ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ არა - 0:4-ის… მაშინაც კი, როცა ანგარიში 0:2-ია, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნაპოლი ვართ და თამაშის ასე დასრულება დაუშვებელია! ვგავდით გუნდს, რომლის ფეხბურთელებიც ერთიანად არ მოქმედებდნენ.
ფროზინონე დიდი ენთუზიაზმით თამაშობდა, თუმცა, დარწმუნებული ვიყავი, რომ ცვლილებების შემდეგ, მატჩის მოგებას შევძლებდით. ამის ნაცვლად, საკმარისად კარგად არ შევუტიეთ და მეტოქის საჯარიმოში საკმარისი რაოდენობის ფეხბურთელები არ გვყავდა.” - ვალტერ მაცარი
კოპა იტალიის მერვედფინალში ,,ნაპოლიმ'' ,,ფროზინონეს'' უმასპინძლა და 0:4 განადგურდა.
,,ფროზინონე'' იტალიის თასის მეოთხედფინალში ტურინის ,,იუვენტუსისა'' და ,,სალერნიტანას'' წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.